ხონის N2 საჯარო სკოლაში მე-11 კლასში ფიზიკაში ღია შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
04-11-2019

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მე-11 კლასში ფიზიკაში თემებზე - „მექანიკური რხევები და ტალღები“, „მუსიკალური ბგერები“ (პედაგოგი ციალა ჩარგეიშვილი) ღია შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილი მთლიანად დატვირთული იყო სახალისო აქტივობებით, რამაც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი გახადა.

მოსწავლეებმა შესწავლილი თეორიული მასალა დაუკავშირეს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ პრაქტიკას, (მაგ. საქანელის მოძრაობა, ხის ფოთლების შრიალი, საკერავი მანქანის ნემსის მოძრაობა, ადამიანის გულის  შეკუმშვები, ავტომობილის ცილინდრებში დგუშის მოძრაობა, მოსწავლეებმა ახსნეს  რეზონანსის მოვლენა, ისაუბრეს მის დადებით და უარყოფით მხარეებზე, ერთ-ერთმა მოსწავლემ ფორტეპიანოზე შეასრულა მუსიკალური ნაწარმოები, რომლის დროსაც კლასი აკვირდებოდა მუსიკალური ბგერების გავრცელებას გარემოში, ბავშვებმა, ასევე ახნეს ექოს მოვლენა, როგორც არეკლილი ბგერის უკან დაბრუნება (მაგ. ტყეში, მთაში, ჭაში და ა.შ.). ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას.

მოსწავლეებმა ჩაატარეს სხვადასხვა ექსპერიმენტები მათემატიკური და ზამბარიანი  ქანქარების, კამერტონის, ფანდურის, დოლის, მარილისა და თასზე გადაკრული ფირის გამოყენებით.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203