თბილისის N24 საჯარო სკოლა ნიუჯერსის შტატის უნივერსიტეტის პროფესორს მასპინძლობდა
04-11-2019

თბილისის N24 საჯარო სკოლა ნიუჯერსის შტატის უნივერსიტეტის პროფესორს დონა ფარინას მასპინძლობდა.

დონა ფარინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობს და სხვადასხვა ასაკის ქართველი მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით, თავისუფალ თემაზე გაკვეთილების ციკლს უძღვება.

თბილისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოტივაცია ნიუჯერსის შტატის უნივერსიტეტის პროფესორთან შეხვედრის დროს მაღალი იყო, განწყობა კი ხალისიანი და საქმიანი. პროცესის წარმართვაში დონა ფარინას ელენე ხუსკივაძე დაეხმარა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203