პატარა პამაჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე ჰელოუინის ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ
04-11-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის, პატარა პამაჯის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგმა შოღაკატ სააკიანმა, ჰელოუინთან დაკავშირებით, მოსწავლეებს პლაკატების მოხატვა დაავალა და მათ ამ დღის ისტორია და ტრადიციები გააცნო.

ბავშვები აღფრთოვანებით შეხვდნენ მასწავლებლის ინიციტივას და საკუთარი ემოციები სიხარულით  გადაიტანეს ნახატზე.

მართლაც საინტერესო იყო მოსწავლეთა თვალით დანახული ჰელოუინი - ზოგისთვის საშიში, ზოგისთვის კი იდუმალი დღესასწაული, რომელიც არცთუ დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში იკიდებს ფეხს და არათუ მოზარდებში, ზრდასრულებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203