ჩხორიის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „სიბერე მოიცდის, სიცოცხლე ჩვენია!“ ჩატარდა
04-11-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „სიბერე მოიცდის, სიცოცხლე ჩვენია!“ ჩატარდა.
„ღონისძიების მიზანი იყო ჩვენი სიყვარული და პატივისცემა გამოგვეხატა ღვაწლმოსილი პედაგოგების მიმართ, რომელთაც პედაგოგიური მოღვაწეობის სახელოვანი გზა განვლეს და დღესაც ენერგიის დაუზოგავად იღვწიან სკოლაში. შევეცადეთ, ასევე, განსაკუთრებით მოვფერებოდით ჩვენს ვალიდა მასწავლებელს, რომელმაც ოთხ ათეულ წელზე მეტი იმოღვაწა ჩხორიის საჯარო სკოლაში და გადაწყვიტა ჯილდოზე წასვლა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიებას ზუგდიდის რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მათ მასწავლებლების მიმართ თავიანთი პატივისცემა და მოკრძალება გამოხატეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა, კახაბერ ფარცვანიამ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“