დუზაგრამის საჯარო სკოლის პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა
04-11-2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დუზაგრამის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნანახანუმ მამედოვამ სტატუსი აიმაღლა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

სკოლა ნანახანუმ მამედოვას ულოცავს კარიერულ წინსვლას და უფრო მეტ წარმატებას უსურვებს.

„ღირსეულმა მასწავლებელმა, ნანახანუმ მამედოვამ ბევრი ჩვენთაგანის ცხოვრებაში თავისი წვლილი შეიტანა და განათლების მიღებასა და კარიერულ წინსვლაში დაგვეხმარა. ნანახანუმ მამედოვა 1955 წელს სოფელ იორმუღანლოში დაიბადა და საშუალო განათლება დუზაგრამის საჯარო სკოლაში მიიღო. მან უმაღლესი აზერბაიჯანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში დაამთავრა. 1976 წლიდან თავის სკოლაში ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობს“,-ნათქვამია დუზაგრამის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203