კისისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მარიამ ღვთისმშობლის ეკლესიაში სასწავლო ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
04-11-2019
თელავის მუნიციპალიტეტის კისისხევის საჯარო სკოლის მე-5 და მე-2 კლასის მოსწავლეებმა მარიამ ღვთისმშობლის ეკლესიაში სასწავლო ექსკურსია მოაწყეს და ტაძარი მოილოცეს.
მოსწავლეებს დამრიგებლები, ანა ზუროშვილი და თამარ ხუციშვილი, ხელმძღვანელობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები ექსკურსიით კმაყოფილები დარჩნენ.