ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქცია ჩაატარა
04-11-2019

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „პულსის“ ორგანიზებითა და ინიციატივით, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქცია ჩატარდა.

„პულსელები“  აქციაზე მოსახლეობას საგზაო წესების დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

„თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, „დაიცავი საგზაო წესები“, „გაუფრთხილდი სიცოცხლეს“... ასეთი წარწერები ამშვენებდა მოსწავლეთა ხელით დამზადებულ პლაკატებსა თუ ბანერებს და მძღოლებს სთხოვდნენ, გაფრთხილებოდნენ როგორც საკუთარ, ასევე სხვის სიცოცხლეს;  მოსახლეობას დაურიგეს ფლაერებიც, სადაც ასახული იყო ავტოსაგზაო შემთხვევათა სტატიტიკა საქართველოში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203