შეუბნის სკოლის მოსწავლეებს ელენე ფოჩხიძესა და თებრონე გრძელიშვილს წარმატებული პრეზენტაციისათვის დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ
19-05-2017
შეუბნის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ელენე ფოჩხიძესა და თებრონე გრძელიშვილს წარმატებული პრეზენტაციისათვის დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ.

ელენე ფოჩხიძე და თებრონე გრძელიშვილი, სამი წელია მონაწილეობას იღებენ რესპუბლიკურ კონფერენციაში - "საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო".  


ამჯერად, მე-5 რესპუბლიკური კონფერენცია გაიმართა გელათის აკადემიაში. 
 
მოსწავლეების მიერ დამუშავებული თემა ეხებოდა ვაზის ჯიშს "სურტანე ადრეულა"-ს, რომელიც რაჭის მაღალმთიან სოფელ გლოლაშია აღმოჩენილი.  

მოსწავლეების თქმით, ეს ჯიში იმითაა უნიკალური, რომ გლოლა მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1280 მეტრზე, სადაც ვაზის არსებობა წარმოუდგენელია. 

თემის ხელმძღვანელი იყო შეუბნის სკოლის დირექტორი, ქართული ენის პედაგოგი - ეთერ ჩიკვილაძე და ამავე სკოლის მათემატიკის პედაგოგი ელზა გძელიშვილი.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203