ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლემ კონფერენციაზე თემა - „გადავარჩინოთ შავი ზღვა“ წარადგინა
04-11-2019
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლე, ლიზი გრძელიშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა.

ლიზი გრძელიშვილმა აუდიტორიას თემა - „გადავარჩინოთ შავი ზღვა“ წარუდგინა.

კონფერენცია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.

ქუთაისის N12 საჯარო სკოლა ლიზი გრძელიშვილს საინტერესო პრეზენტაციისათვის მადლობას უხდის.

31 ოქტომბერი შავი ზღვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1996 წლიდან აღინიშნება, შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203