აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაშრომი კონფერენციის -„ნორჩი მკვლევარი“ ერთ-ერთი გამარჯვებულია
04-11-2019
აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეების, სალომე ჩარგაზიასა და ლიზი პაჭკორიას, ნაშრომი მესტიაში გამართულ კონფერენციაზე - „ნორჩი მკვლევარი" გამარჯვებულ თემებს შორის მოხვდა.
საუკეთესო ნაშრომის წარდგენისათვის მონაწილეებს დიპლომები გადაეცათ.
თემის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნანა დარასელია იყო.
„XI კლასის წარჩინებულმა მოსწავლეებმა ფრიად საინტერესო და აქტუალური თემა „ქართული ღვინო“ წარადგინეს. სასიხარულო ფაქტია, რომ მათი ნაშრომი გამარჯვებულ თემებს შორის გამოვლინდა. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს და მასწავლებლებს! სულ წინ!“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“