
1-ელ ნოემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ენაგეთის საჯარო სკოლაში შემოდგომის შემობრძანებას პომპეზური ღონისძიებით შეხვდნენ.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებასაც „შემოდგომა“ უწოდეს და როგორც წელიწადის ამ დროს შეეფერება, ხილითა თუ ბოსტნეულით გაუმასპინძლდნენ დამსწრე საზოგადოებას.
ბავშვებმა არც ლექსები და სიმღერები დაიშურეს, სტუმრებსაც გულღიად დაუხვდნენ და ღონისძიების დასასრულს ჩურჩხელებიც ამოავლეს. ერთი სიტყვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ენაგეთის საჯარო სკოლაში, 1 ნოემბერს დიდი მხიარულება და ჟრიამული იყო, ისეთი, როგორიც უხვმოსავლიან და ბარაქიან შემოდგომას შვენის.
იხილეთ ფოტოები