ჯავახის საჯარო სკოლაში მასწავლებლის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
04-11-2019

დმანისის მუნიციპალიტეტის ჯავახის საჯარო სკოლაში მასწავლებლის მსოფლიო დღეს საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ღონისძიებაზე მიწვეული იყო პენსიონერი მასწავლებლები, რომელთაც  დმანისის რაიონული  პედაგოგთა პროფკავშირების თავმჯდომარემ სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელი  გადასცა.

მასწავლებელთა პროფესიულ დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ იუნესკო-ს მიერ 1994 წელს დაწესდა. 1966 წლის 5 ოქტომბერს პარიზის მთავრობათა შორის კონფერენციაზე შეიქმნა პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განათლების სფეროს მუშაკთა სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავდა. მასში გათვალისწინებული იყო მასწავლებელთა უფლება-მოვალეობები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სამუშაოზე აყვანისა და შრომის პირობების განმსაზღვრელი საერთაშორისო ნორმები. მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203