ფხვენისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამცხე-ჯავახეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
04-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის ფხვენისის საჯარო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეები სამცხე-ჯავახეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა ექსკურსიის ფარგლებში ვარძია, საფარა და რაბათის ციხე მოინახულეს. მათ დამრიგებელი ლელი ლალიშვილი ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები ექსკურსიის ფარგლებში ნანახი ადგილებით ძალიან დაინტერესდნენ და კმაყოფილები დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203