სართიჭალის N1 საჯარო სკოლის ბაზაზე მოქმედი ანსამბლი „ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობდა
04-11-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის N1 საჯარო სკოლის ბაზაზე მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლი „ათინათი“ სიღნაღში გამართულ „ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობდა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მათი გამოსვლა როგორც ყოველთვის წარმატებული იყო.

სიღნაღში „ღვინის ფესტივალი“ მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გაიმართა. ქუჩის მთელ პერიმეტრზე, ძველ სიღნაღურ აივნებზე ხალიჩები გამოიფინა, განლაგდა კასრები, სადაც ტრადიციული წესით დამზადებული ღვინო და კუთხური სამზარეულო იყო წარმოდგენილი. გამოცხვა თონის პური და კახური ნაზუქი, შეიწვა მწვადი, მოდუღდა თათარა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერი სტუმრისთვის იყო შესაძლებელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203