ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრმა საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა
04-11-2019
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრმა საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის X კლასში გაკვეთილი ჩატარდა.
თემა: შუშანიკის წამება, რელიგიის ისტორია და კულტურა.
საგნის პედაგოგი: იზო ლომაია. (ვიდეო გაკვეთილი)
ღონისძიებას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ა(ა)იპ. ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი გიორგი ფიფია და წალენჯიხის განყოფილების წარმომადგენელი, სკოლებთან ურთიერთობების საორგანიზაციო საკითხების ხელმძღვანელი, მღვდელი ილია სარია ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ხელმძღვანელ პედაგოგს და მოსწავლეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“