დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლა კამპანიას - „პარასკევი მომავლისათვის“ შეუერთდა
04-11-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლა კამპანიას - „პარასკევი მომავლისათვის“ შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც აქცია - „ჩვენ ვზრუნავთ კლიმატზე“ მოეწყო.

„მოსწავლეებთან ერთად განვიხილეთ გლობალური კლიმატის ცვლილებების გამომწვევი მიზეზები და შედეგები, რის შემდეგაც კიდევ უფრო ნათელი გახდა, თითოეული ადამიანის არასწორ ქმედებას რა ზიანი მოაქვს სამყაროსათვის.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მოვუწოდებთ ყველას ყოველდღიურად ვიზრუნოთ დედამიწაზე, ის ხომ ჩვენი სახლია“,-აცხადებს დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია დევნოზაშვილი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203