ქოლობნის საჯარო სკოლაში გაკვეთილი - „ჩვენ გვიყვარს ინგლისური“ ჩატარდა
04-11-2019
აბაშის მუნიციპალიტეტის ქოლობნის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა თამარ ფაჩულიამ, მოსწავლეებისთვის საინტერესო გაკვეთილი - „ჩვენ გვიყვარს ინგლისური“ ჩაატარა.

სხვადასხვა აქტივობით დატვირთული ინგლისურის გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სახალისო აღმოჩნდა.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მასწავლებლის ორგანიზებულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მისივე თქმით, პედაგოგი თამარ ფაჩულია განსაკუთრებით აქტიური მასწავლებელია და მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობებს ხშირად გეგმავს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203