ფლევის საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა რაიონის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ მოიპოვა
01-11-2019

მოსწავლეთა ოლიმპიადის პროგრამის ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის ფლევის საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა კვლავ წარმატებით იასპარეზა და რაიონის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

ფრენბურთელ გოგონათა გუნდის მწვრთნელი  ვახტანგ ხაჩიძეა.

სკოლის დირექტორი ზურაბ ლომიძე ფრენბურთელ გოგონათა გუნდს და მის ხელმძღვანელს ულოცავს წარმატებას.

„ფლევის საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა რაიონის ჩემპიონობა, რაც მათ საშუალებას მისცემს, ჩაერთვნენ რეგიონალურ პირველობაზე“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203