ფხვენისის საჯარო სკოლის მოსწავლეები „იაკობობა 2019“-ში მონაწილეობდნენ
01-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის ფხვენისის საჯარო სკოლის მოსწავლეები „იაკობობა 2019“-ში მონაწილეობდნენ.
ღონისძიება „იაკობობა 2019“, 27 ოქტომბერს, სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის 179 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა.
მწერლის მშობლიურ სოფელში გამართულ ღონისძიებას არაერთი სტუმარი ეწვია. იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაზე სხვადასხვა კუთხე საშემოდგომო ნობათით იყო წარმოდგენილი. გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა კუთხეები „დედა ენის“ თემატიკაზეც მოაწყეს.
ღონისძიების მონაწილეებს დღესასწაული ადგილობრივი ხელისუფლების და რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
„დედა ენის“ ავტორის, იაკობ გოგებაშვილის, იუბილე ყოველი წლის 27 ოქტომბერს აღინიშნება. საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი ვარიანში 1840 წელს დაიბადა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“