ორჯის საჯარო სკოლაში შემოდგომის თემაზე შემოქმედებითი საღამო გაიმართა
01-11-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორჯის საჯარო სკოლაში, IV კლასის დამრიგებლის ინიციატივით, შემოქმედებითი საღამო ჩატარდა.

ღონისძიების თემა შემოდგომა იყო.

მოსწავლეებმა შემოდგომის შესახებ საინტერესო კომპოზიციები მოამზადეს, იცეკვეს, იმღერეს და შემოდგომის თემაზე ლექსები წაიკითხეს.

კლასის დამრიგებელიც და მოსწავლეებიც ღონისძიებით კმაყოფილები დარჩნენ.

სკოლის დირექციამ კლასის ხელძღვანელს შესანიშნავი შემოქმედებითი საღამოსთვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203