მაიდნის საჯარო სკოლის მოსწავლე დებმა კონკურსში ყველაზე ნიჭიერი ფიზიკოსის ტიტული მოიპოვეს
01-11-2019

აბაშის მუნიციპალიტეტში ჩატარდა  შესარჩევი კონკურსი  საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გერმანიის ქალაქ იულიხის ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კვლევებში ჩასართავად  ყველაზე ნიჭიერი ფიზიკოსის გამოსავლენად,  რომელშიც  გაიმარჯვეს და პირველი ადგილები გაინაწილეს მაიდნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დებმა - ელენე და მარიამ ჯანგველაძეებმა.

„მაიდნის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს  ელენე და მარიამ ჯანგველაძეებს ამ დიდ გამარჯვებას, რომელიც დაუღალავი შრომის ნაყოფია ჩვენი პედაგოგების - ვაჟა ტეტუნაშვილისა და ირმა თოდიძის, რომლებსაც უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის. 

ასევე, უდიდესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის" ხელმძღვანელებს ასეთი პროგრამის განხორციელებისთვის“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203