წეროვნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს  სემინარი - „თამბაქო, ჩვევა და სიამოვნება, რომელიც გკლავს“ ჩაუტარდათ
01-11-2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N1 საჯარო სკოლის VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეებს სემინარი - „თამბაქო, ჩვევა და სიამოვნება, რომელიც გკლავს“ ჩაუტარდათ.

სემინარი ეკოკლუბ „ტელუსის“ მიერ იყო  ორგანიზებული.

სემინარის ფარგლებში, ეკოკლუბის ლიდერმა ისაუბრა თუ რა გავლენას ახდენს თამბაქოს მავნე ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმზე, ასევე დამსწრე საზოგადოებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის შედეგები გააცნო.

სემინარის შედეგ მოსწავლეებმა დისკუსია გამართეს და იმ მიზეზებზე იმსჯელეს, რის გამოც მოზარდები თამბაქოს გამოყენებას იწყებენ.

აქტივობა კამპანიის #ერთადგლობალურიმიზნებისკენ და გარემოსდაცვითი კონკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია 2020“-ის ფარგლებში განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203