წყემის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
01-11-2019
აბაშს მუნიციპალიტეტის, წყემის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა საკლასო ოთახი მორთეს და პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს.

მასწავლებელთა პროფესიულ დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ იუნესკო-ს მიერ 1994 წელს დაწესდა. 1966 წლის 5 ოქტომბერს პარიზის მთავრობათაშორის კონფერენციაზე შეიქმნა პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განათლების სფეროს მუშაკთა სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავდა. მასში გათვალისწინებული იყო მასწავლებელთა უფლება-მოვალეობები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სამუშაოზე აყვანისა და შრომის პირობების განმსაზღვრელი საერთაშორისო ნორმები. მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100–ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203