ქობულეთის N2 საჯარო სკოლამ ინტელექტუალური თამაშის სასკოლო ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის მასშტაბით I ადგილი დაიკავა
01-11-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა და I ადგილი ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლამ დაიკავა.

სასკოლო ჩემპიონატი „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ პროგრამის „ინტელექტუალურ-კულტურული პროექტების მხარდაჭერა“ ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდმა მიიღო.

გამოვლინდა სამი საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდი, რომლებიც თასებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ, ასევე გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ თამაშებში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203