ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მწერალ ნიაზ ზოსიძეს უმასპინძლეს
01-11-2019

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეები მწერალ ნიაზ ზოსიძეს შეხვდნენ.

შეხვედრის თემა იყო „ფერეიდანი“. მწერალმა მოსწავლეებს წიგნი „გომარჯოს ფერეიდანს“ წარუდგინა.

ნიაზ ზოსიძემ მოსწავლეებს ფერეიდანში მცხოვრები ქართველების კულტურა, ყოფა-ცხოვრება, ქართული ენის ფერეიდნული თავისებურებები და წიგნზე მუშაობის ისტორია გააცნო.

„მოსწავლეებმა ნახეს ვიდეომასალა, რომელიც ასახავდა ფერეიდანელთა ცხოვრებას, ყოფასა და დღევანდელობას...დიდი მადლობა მწერალს, ჩვენი მოსწავლეების სახელით,მომავალი თაობის ჭეშმარიტ ღირებულებებზე აღზრდისათვის, ასევე იმ გარჯისა და ღვაწლისათვის, რასაც იგი ეწევა ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციისთვის“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203