ჭიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
01-11-2019
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჭიაურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში გასვლითი გაკვეთილი მოეწყო.
გაკვეთილის მიზანი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების დათვალიერება, ხელოვანის ნამუშევრების მსგავსება-განსხვავებაზე მსჯელობა, საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება და საკომუნიკაციო და საპრეზენტაციო უნარების განვითარება იყო.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეებმა ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები მოიწონეს და დადებითად შეაფასეს.
გასვლითი გაკვეთილის ორგანიზატორები მე-9 კლასის დამრიგებელი თამარ კობაძე და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ნათელა ბარბაქაძე იყვნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“