„შემოდგომის ფოთლები“ - კიზილაჯლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა განახორციელეს
01-11-2019
დმანისის მუნიციპალიტეტის კიზილაჯლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქტივობა - „შემოდგომის ფოთლები“ განახორციელეს.

მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელთან ერთად, ბუნებაში გავიდნენ და ფერადი ფოთლები შეაგროვეს.

კლასში დაბრუნებულმა მოსწავლეებმა საკლასო ოთახი შემოდგომის ფერებით მორთეს და ფურცელზე ფოთლებით ნამუშევრები შექმნეს.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ლაშქრობა მათთვის საინტერესო და ძალიან სახალისო იყო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203