ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
01-11-2019

დმანისის მუნიციპალიტეტის ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლებმა ნარგიზა ჯაჭვაძემ, ნინო ხიზანაშვილმა და მაია ციხელაშვილმა სტატუსი აიმაღლეს.

ნარგიზა ჯაჭვაძეს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი,  ხოლო მაია ციხელაშვილმა და ნინო ხიზანაშვილმა  უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს. 

„სკოლის დირექცია და პედკოლექტივი,  ამავე სკოლის ქართული, როგრც მეორე ენის მასწავლებლები  ვულოცავთ,  ჩვენს პედაგოგებს ამ დიდ პროფესიულ წარმატებას და წინსვლას ვუსურვებთ“, - ნათქვამია ზემო კარაბულახის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203