დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო მედლითა და საპატიო სიგელით დაჯილდოვდა
01-11-2019
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მაია მოსეშვილი, იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო მედლითა და საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

მაია მოსეშვილს საპატიო ჯილდო მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადასცეს.

პედაგოგი საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა დააჯილდოვა.

დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა  მაია მოსეშვილს ამ მიღწევას ულოცავს და  მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203