კეთილარის საჯარო სკოლის მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
01-11-2019

აბაშის მუნიციპალიტეტის კეთილარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროგრამ ,,ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ ვასილ კაჭარავასა და ლუკა კვანტალიანს დამსახურებულ წარმატებას.

„სკოლის პედაგოგიური კოლექტივი  ულოცავს ვასილ კაჭარავასა და ლუკა კვანტალიანს საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებას. ეს წარმატება ყოფილიყოს მათთვის უფრო დიდი წარმატების საწინდარი“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203