იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეები კვეტერაზე ექსკურსიით იმყოფებოდნენ
01-11-2019

თელავის მუნიციპალიტეტის იყალთოს საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ნატალია გიგოლაშვილის ხელმძღვანელობით, კვეტერაზე ექსკურსია მოაწყვეს.

„ექსკურსია ითვალისწინებდა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის მონახულებას და ბუნებაში მიმდინარე სეზონურ ცვლილებებზე დაკვირვებას.

ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეები აღფრთოვანდნენ ტაძრისა და ბუნების სილამაზით. გააკეთეს ჩანახატები, შექმნეს ესკიზები, მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი. ასევე გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები“, - ნათქვამია იყალთოს საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203