კისისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს
01-11-2019

თელავის მუნიციპალიტეტის კისისხევის საჯარო სკოლაში II და V კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას ხალისიანი ღონისძიება მიუძღვნეს.

ღონისძიებას კლასის დამრიგებლები - თამარ ხუციშვილი და ანა ზუროშვილი ხელმძღვანელობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე, კალათებით წარმოადგინეს შემოდგომის ჭირნახული.

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში შემოდგომის ნობათი გამოფინეს და თათარა მოადუღეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებამ მოსწავლეები ძალიან გაახალისა. მოსწავლეებისთვის შემოდგომის ზეიმი საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203