
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა, კლასის ხელმძღვანელ ხათუნა გვენეტაძის ხელმძღვანელობით, საშემოდგომო გამოფენა და ღონისძიება მოაწყვეს.
„შემოდგომის თბილი ფერებით შექმნილი აპლიკაციები ამშვენებდა საგამოფენო კუთხეს.
ამავე თემატიკის ღონისძიება გაიმართა მეხუთე კლასში მზევინარ ყვავაძის ხელმძღვანელობით. ხალისიანმა მეხუთე კლასის მოსწავლეებმა საამური განწყობა შექმნეს“, - ნათქვამია ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები