ჩხორიის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
01-11-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს - ნინი გაბუნიასა და ირაკლი ფიფიას ულოცავს დამსახურებულ ჯილდოს და წარმატებებს უსურვებს.

„ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი გულითადად  ვულოცავთ აღნიშნულ მოსწავლეებს ამ ჯილდოს და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203