სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კლასის საათი საბავშვო ბიბლიოთეკაში ჩაუტარდათ
01-11-2019
სიღნაღის საჯარო სკოლის მე-2 კლასის დამრიგებელმა, მაკა ხელაშვილმა, თავის მოსწავლეებს კლასის საათი სიღნაღის საბავშვო ბიბლიოთეკაში ჩაუტარა.

მოსწავლეებმა საბავშვო ბიბლიოთეკა დაათვალიერეს, მის მუშაობის პრინციპს გაეცნენ, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები მოისმინეს და პრობლემურ საკითხზე იმსჯელეს.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, გაკვეთილი სასიამოვნოდ და სახალისოდ წარიმართა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203