აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეინჯერის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს
01-11-2019
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის N1 და  აფენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საკუთარი სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს, დაცული ტერიტორიებისა და რეინჯერის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

მომხსენებელი მოსწავლეები პროექტში „ახალგაზრდა რეინჯერი“ მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მომხსენებლებმა პრეზენტაციისას ლაგოდეხის ნაკრძალში არსებული ეკოსისტემის და ბიომრავალფეროვნების მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება და ირმის და ჯიხვის პოპულაციაზე ისაუბრეს.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, პრეზენტაციისასხაზგასმით აღინიშნა, რომ არა მხოლოდ რეინჯერის, არამედ თითოეული მოქალაქის ვალია ბრაკონიერულ საქმიანობას წინ აღუდგეს.

მოსწავლეებმა აუდიტორიას პროექტის -„ახალგაზრდა რეინჯერი“ დეტალებიც გააცნეს. ასევე  ფოტომასალა წარმოადგინეს, რომელიც „ახალგაზრდა რეინჯერის“ აქტივობებში მათ მონაწილეობას ასახავდა.

პრეზენტაციას პარლამენტის ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი ესწრებოდნენ.

პროექტი „ახალგაზრდა რეინჯერი“ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ეკოსაგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც საქართველოში პირველად სწორედ ლაგოდეხში, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით და ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტს მხარს უჭერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია და ადგილობრივი საწარმო ლუდსახარში „აფენი“.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203