სართიჭალის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის კომპიუტერები გადაეცათ
01-11-2019

სართიჭალის N1 საჯარო სკოლის X კლასის 3 მოსწავლეს - თამარ მუმლაძეს, ანი შუბითიძესა და ვატო ბანცაძეს, პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში,  საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის კომპიუტერები გადაეცათ.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203