პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლემ „ეტალონში“ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა
01-11-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნინო ბერიძემ, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა.
მერვეკლასელ ნინო ბერიძეს „ეტალონისგან“ დიპლომი გადაეცა. სკოლის წარმომადგენელი მას აქტიურ მოსწავლედ ახასიათებს.
„11 ოქტომბერს „ეტალონის“ საგარეჯოს ღონისძიებაში, რომელსაც ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, ორი მერვეკლასელი გოგონა მონაწილეობდა. დაძაბულ შეჯიბრში ტოლი არ დაუდო უფროსკლასელებს და მეორე ადგილი მოიპოვა ჩვენი სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ, ნინო ბერიძემ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება 26 სექტემბერს გაიმართა.
„ეტალონის“ I ეტაპში სკოლის გამორჩეულმა მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ტესტირება დიდი ხალისითა და ინტერესით წარიმართა და უმეტესობამ გადალახა „ეტალონის“ მიერ დაწესებული ზღვარი (51 და მეტი ქულა)“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“