წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ბარაქიანი შემოდგომის ლამაზი ღონისძიება გაიმართა
01-11-2019

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელმა ნათია ვარდანიძემ და მშობლებმა ბარაქიანი შემოდგომის ლამაზი ღონისძიება გამართეს.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე, წარმოადგინეს შემოდგომის ჭირნახული, ლამაზი სუფრა გააწყვეს სკოლის ეზოში, შუა ცეცხლზე თათარა მოადუღეს, მჭადები დააცხვეს და ჩურჩხელებიც ამოავლეს.

„ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ხარიხაზე დიდი მონდომებით და ხალისით ჩაამწკრივეს მათ მიერ ამოვლებული ჩურჩხელები. ღონისძიების ბოლოს ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იყო. მით უმეტეს, რომ ღონისძიება მათი მეგობრის თეკლას დაბადების დღეს დაემთხვა.

მადლობა კლასის ხელმძღვანელს ნათია ვარდანიძეს, ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს და მშობლებს“, - ნათქვამია წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203