ტანძიის საჯარო სკოლაში წრე -„გზა მომავლისაკენ“ ჩამოყალიბდა
01-11-2019
საბა დადვანის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტანძიის საჯარო სკოლის მე-10 კლასში წრე - „გზა მომავლისაკენ“ შეიქმნა.
წრეს პედაგოგი იზო გაბლიანი ხელმძღვანელობს.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები წრის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში დიდი ხალისით იღებენ მონაწილეობას. მათ გარკვეული სახალისო აქტივობები უკვე განახორციელეს.