აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ კვარაცხელია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა
01-11-2019
აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, აფხაზეთიდან დევნილი თამარ კვარაცხელია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

თამარ კვარაცხელიას დაჯილდოება აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარდგინებით, აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგებთან შეხვედრის დროს მოხდა.

აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგებს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე და განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველი რამინ საჯაია შეხვდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203