ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჰელოუინი აღნიშნეს
01-11-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჰელოუინის დღესასწაული აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ამ დღისთვის შესაბამისი კოსტიუმები მოირგეს და დეკორაციებიც მოამზადეს.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები დღესასწაულის აღნიშვნით კმაყოფილები დარჩნენ.
ცნობისთვის, 31 ოქტომბრის ღამეს კათოლიკურ სამყაროში ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავენ. ესაა დღესასწაული, რომელსაც ფესვები საუკუნეების სიღრმეში აქვს და სათავეს ძველი კელტების ტრადიციებიდან იღებს.
31 ოქტომბრის ღამეს, კელტების რწმენით, ცოცხლებისა და მიცვალებულების კარიბჭე იღებოდა და იმ სამყაროში მცხოვრები მიცვალებულები დედამიწაზე ბრუნდებოდნენ. კელტები ამ ღამეს სამჰეინს უწოდებდნენ. იმისთვის, რომ მკვდარი სულების და მოჩვენებების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ, კელტები 31 ოქტომბრის ღამეს სახლში აქრობდნენ შუქს, გადაიცვამდნენ სხვადასხვა მხეცის ტყავს, ქუჩაში სახლთან ახლოს ტოვებდნენ საკვებს სულებისათვის, თვითონ კი დრუიდების მიერ გაჩაღებულ უზარმაზარ კოცონთან იკრიბებოდნენ და ცხოველებს მსხვერპლად წირავდნენ.
დღესასწაულის სიმბოლო იყო გოგრა - ის არამარტო აღნიშნავდა მოსავლის დაბინავებას, არამედ აფრთხობდა ბოროტ სულებს მასში ანთებული ცეცხლით.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“