გორის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია გამართეს
01-11-2019
გორის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

დასუფთავების აქცია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტ „იყავი კრეატიული და დაიცავი ბუნება“ ფარგლებში გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, სკოლის მოსწავლეები პროექტის ფარგლებში  აქტიურად მუშაობენ. მისივე თქმით, გორის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ზრუნავენ გარემოზე მათ ირგვლივ და მსგავს გარემოსდაცვით აქციებს ხშირად ატარებენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203