ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში იმყოფებოდნენ
01-11-2019
ყვარლის N2 საჯარო სკოლის VIII კლასი მოსწავლეები, სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში „ექსპერიმენტორიუმში შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

„მოსწავლეთა ინტერესის საგანი იყო ფიზიკა და ქიმია, როგორც ჩვენი ცხოვრების აუცილებელი და თანმდევი საგნები. ხელმძღვანელის ინტერესის საგანი კი მოსწავლეების დაინტერესება ამ მეცნიერებებით, ისინი ხომ ახლა იწყებენ ამ საგნების შესწავლას. შემეცნებითი ექსკურსიის მიზანი იყო, დარწმუნებულიყვნენ, რომ ფიზიკა და ქიმია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, მოსწავლეებმა მუზეუმში შოუში მიიღეს მონაწილეობა, ისინი აკვირდებოდნენ ცდებს, ინტერესდებოდნენ და გაოცებულები იყვნენ შოუს თითოეული დეტალით.

მოსწავლეებს დარიკო შევარდნაძე ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შემეცნებითი ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეებს ამ საგნების მიმართ დიდი ინტერესი გაუჩნდათ.  

ყვარლის N2 საჯარო სკოლა „ექსპერიმენტორიუმს“ მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203