ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ისტორიაში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
31-10-2019

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-7 კლასში (დამრიგებელი მ. აბესაძე, პედაგოგი ნ. მაისურაძე) ისტორიაში გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ცუცხვათის მღვიმე, რომელიც წარმოადგენს პირველყოფილ ადამიანთა საცხოვრებელს შუა პალეოლითიდან - ვიდრე ბრინჯაოს ხანამდე.

ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს, გაითამაშეს სცენები პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების ეპიზოდებიდან. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203