წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში შინდისის გმირებს შემეცნებითი ღონისძიება მიუძღვნეს
31-10-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში თანამედროვე გმირებთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, საგანი „ჩვენი საქართველოს“ სწავლება იძლევა შესაძლებლობას, მჭიდროდ დავამყაროთ კავშირი წარსულსა და თანამედროვეობას შორის. სწორედ ამიტომ, თანამედროვე გმირებზე საუბარს არ სჭირდება კონკრეტული დღე.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას ყოველ დღე, ყოველ წუთს უნდა უთმობდეს საგანმანათლებლო დაწესებულება.

„V და VI კლასელების გაერთიანებულ შეხვედრაზე ისტორიის მასწავლებელმა ფ. გიორხელიძემ ისაუბრა, როგორ იცავდა ქართლი თავს მტრის შემოსევისაგან. ფოტომასალის გამოყენებით მოსწავლეები გაეცვნენ ძველი ქართული მეომრის აღჭურვილობას, დაათვალიერეს დღეს შემორჩენილი ციხე-სიმაგრეების ფოტოები. გიორხელიძემ მოსწავლეებს განსაკუთრებული მოწიწებით  მოუთხრო შინდისის სამაგალითო გმირების შესახებ.

მოსწავლეებს ასევე ესაუბრა ქალბატონი ფაქიზო ფანჩულიძე და დალი სილაგაძე. დალი მასწავლებელმა ემოციურად გაიხსენა შეხვედრა შინდისის ერთ-ერთ გადარჩენილ მეომართან.

პატარა აკაკი ნასარიძემ წაიკითხა მიშიკო დვალიშვილის უკანასკნელი ლექსი, ასევე გაჟღერდა ლექს-სენის სიმღერა „ქართული ჯარი“- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203