სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
31-10-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ თამაშის-„ტვინების ბრძოლა“ შიდა სასკოლო ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

პირველი ასაკობრივ კატეგორიაში ერთიანდებოდნენ III, IV და V კლასები, მეორე ასაკობრივ კატეგორიაში VI, VII და VIII კლასები, ხოლო მესამეში IX, X, XI და XII კლასები.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, შერჩეულმა გუნდებმა წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს უპასუხეს.

„თემატიკა იყო ზოგადი. სწორი პასუხის გამოსაცნობად პრიორიტეტი მიენიჭა გამჭრიახ გონებასა და ლოგიკურ აზროვნებას. გამარჯვებულ გუნდებს Brains.ge-სგან „გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომები“ გადაეცათ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

გამარჯვებული გუნდები შემდეგია:

  • პირველი ასაკობრივი კატეგორია - III, IV და V კლასები- გუნდი ,,ცისარტყელა’’ (III კლასი)
  • მეორე ასაკობრივი კატეგორია - VI, VII და VIII კლასები- გუნდი ,,რჩეულნი’’ (VIIკლასი)
  • მესამე ასაკობრივი კატეგორია - IX, X, XI და XII კლასები- გუნდი ,,ქიმერიონი (XIIკლასი)
სკოლის ინტელექტკლუბის ხელმძღვანელი ვარდო ხოზრევანიძეა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203