
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივად მოწყობილ ისტორიულ-საგანმანათლებლო პროექტ-კონკურსში „დიდგორელი“ მიიღეს მონაწილეობა.
მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მასიმა გუსეინოვამ და საბინა უმუდოვამ წარმატებით გაიარეს საქართველოს ისტორიის ყველა ტური. მათი ისტორიის მასწავლებელი ლეილა ამინაშვილია.
მასიმა გუსეინოვა ისტორიულ-საგანმანათლებლო პროექტ-კონკურსის ფინალისტი გახდა.
„მარაბდის საჯარო სკოლის დირექტორი თამრიკო ფიჩხულაშვილი აჯილდოებს მასიმა გუსეინოვას და უსურვებს გამარჯვებას!“- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები