თელავის N7 საჯარო სკოლაში კონფერენცია - „საუკეთესო გამოცდილება“ ჩატარდა
31-10-2019
თელავის N7 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა კონფერენცია - „საუკეთესო გამოცდილება“ ჩატარდა.
კონფერენციის ინიციატორი სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელი ნათია ბაღათრიშვილი იყო.
კონფერენციაში, თელავისა და ახმეტის რაიონის საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებმა, ასევე ისრაელის ქალაქ კირიათ გადის დამეგობრებული Zeev Boim Ort უმაღლესი სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციის დასასრულს სკოლის დირექტორმა, მაია სილაგაძემ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
„მასწავლებელთა მიერ საუკეთესო გამოცდილების გაზიარება იწვევს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც საბოლოოდ აისახება საბუნებისმეტყველო საგნებისადმი მოსწავლეთა ინტერესის ზრდაზე, მათი მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობაზე“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სექციის დასრულების შემდეგ ქიმიის მასწავლებელმა, სოფია ლიდერმანმა, სამუშაო შეხვედრა „მოვამზადოთ ნაყინი“ ჩაატარა.
კონფერენციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS ხელმძღვანელი, მარიკა კაპანაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის საბუნებისმეტყველო ჯგუფის ხელმძღვანელი, ეკატერინე სლოვინსკი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფიზიკის კონსულტანტი, ზურაბ ბერია, თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მრელაშვილი და სხვა პირები ესწრებოდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“