თბილისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლემ პერსონალური გამოფენა გამართა
31-10-2019

თბილისის N24 საჯარო სკოლის XII  კლასის მოსწავლემ - გიორგი ეჯოშვილმა პერსონალური ფოტოგამოფენა გამართა.

გიორგი ეჯოშვილი ფოტოგრაფიით 2-3 წლის წინ დაინტერესდა. მისმა შემოქმედებამ დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.  

„ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლე, გიორგი ეჯოშვილი, ფოტოგრაფიით 2-3 წლის წინ დაინტერესდა და საინტერესო ნამუშევრები შექმნა. სახასიათო სახეებმა, ცხოვრებისეულმა კადრებმა, სიმარტოვის განცდით გამოწვეულმა სევდამ თუ ფლორისა და ფაუნის საოცარმა პეიზაჟებმა მნახველთა აღტაცება ნამდვილად გამოიწვია.

ისღა დაგვრჩენია, ჩვენს ნიჭიერ, დამწყებ ფოტოგრაფს გზა დავულოცოთ და მრავალი პერსონალური გამოფენა ვუსურვოთ“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203